—

ნინოწმინდის მერია საწვავს მკოიანების კომპანიისგან ძვირად ყიდულობდა

69
ნინოწმინდის მერია საწვავს მკოიანების კომპანიისგან ძვირად ყიდულობდა
მოსასმენად დააჭირეთ

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა, შპს “მეეკისგან”, რომელსაც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები ფლობენ, საწვავს სხვა მომწოდებლების ფასთან შედარებით ძვირად…

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა, შპს “მეეკისგან”, რომელსაც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები ფლობენ, საწვავს სხვა მომწოდებლების ფასთან შედარებით ძვირად ყიდულობდა.

კანონით, სახელმწიფო უწყებებმა საწვავი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან უნდა შეისყიდონ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული კომპანიის ავტოგასამართი სადგური მუნიციპალიტეტთან 14 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული, უწყებას უფლება აქვს საწვავი სხვა მომწოდებლისგან, შესაბამისი ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ყველაზე დაბალი ფასის დადგენის შემდეგ უნდა შეისყიდოს.

აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ბაზრის კვლევის დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, თუმცა უწყებაში აცხადებენ რომ ბაზრის კვლევა ხორციელდებოდა კომპანიების: შპს „მეეკის“, შპს „ვისოლ ჯგუფისა“ და შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ ავტოგასამართი სადგურების მონაწილეობით, თუმცა აღნიშნული კომუნიკაცია სატელეფონო იყო, რის გამოც ამას დოკუმენტურად ვერ დაადასტურებენ.

“მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ავტოგასამართ სადგურებში საწვავის ფაქტობრივი ღირებულებების დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა მოიპოვა შპს „ვისოლ ჯგუფის“ მიერ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტისთვის შეთავაზებული ერთი ლიტრი საწვავის ფასი, რომელიც შედარდა შპს „მეეკის“ და იმავე შპს „ვისოლ ჯგუფის“ ფასებთან, რომელთაც მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დოკუმენტურად წარადგენდა.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი საწვავს ყიდულობდა იმაზე ძვირად, ვიდრე შპს „ვისოლ ჯგუფი“ ოფიციალურად და დოკუმენტურად დადასტურებულად სთავაზობდა სხვა მუნიციპალიტეტს. იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდირებული კომპანიების საწვავის ფასები ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორც წესი, ერთნაირია, შპს „ვისოლ ჯგუფი“ ერთსა და იმავე პერიოდში მუნიციპალიტეტებს შესთავაზებდა საწვავის ერთნაირ ფასს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ დოკუმენტებში მუნიციპალიტეტი მიუთითებდა შპს „ვისოლ ჯგუფის“ გაზრდილ ფასებს და მოიპოვებდა ხელშეკრულების სხვა მიმწოდებელთან – შპს „მეეკთან“ გაფორმების ნებართვას” - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, აუდიტორები განმარტავენ, რომ შპს „მეეკისგან“ საწვავს ასევე ყიდულობდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებიც, რომლებმაც საერთო ჯამში 2018 - 2019 წელს 261.6 ათასი ლარის ღირებულების საწვავი შეიძინეს.

ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის შესახებ, რომელიც ძვირი საწვავით 30-ზე მეტ სახელმწიფო უწყებას ამარაგებს, "სამხრეთის კარიბჭე" 2019 წელს წერდა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ საკითხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

შპს „მეეკი“, რომლის მფლობელებიც ენზელ მკოიანის ძმა და შვილები არიან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური შემწირველიცაა. 2017 წლის სექტემბერში, კომპანიამ 120 000 ლარი ჩაურიცხა მმართველ პარტიას. კომპანიის 50%-ანი წილის მფლობელმა მარტუნ მკოიანმა 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" 60 000 ლარი შესწირა, ხუთი წლის შემდეგ კი 40 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ ჩაურიცხა.

წყარო: SKnews.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →