—

ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ შეხვდა ორჯერ შარლ მიშელს

110
ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ შეხვდა ორჯერ შარლ მიშელს
მოსასმენად დააჭირეთ

შარლ მიშელის პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან…

შარლ მიშელის პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, თუ რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ.

„ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, განმარტებას გავაკეთებ. პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, ერთი ერთზე. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პროტოკოლით იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ, შუალედში მქონდა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ამიტომ, მობოდიშებით შევწყვიტეთ ჩვენ ეს შეხვედრა, წავედი ბელგიის პრემიერთან მქონდა შეხვედრა და შემდეგ გავაგრძელეთ დაახლოებით საათი და საათნახევარი გვქონდა, როგორც გაფართოებულ, ისე ერთი-ერთზე ფორმატში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო:IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →