—

თენგიზ ცერცვაძე - 15 მარტი ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

58
თენგიზ ცერცვაძე - 15 მარტი ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, იმ პირობებში, როდესაც მოსალოდნელია ინფექციის მესამე ტალღა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ აცრა გაიკეთოს.

ცერცვაძის თქმით, „ასტრაზენეკა“ მსოფლიოში აღიარებული ვაქცინაა, რაც არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატით დასტურდება.

„დღეს დაფიქსირდა დაბალი ციფრები, როგორც ავადობის, ასევე გარდაცვალების. ასეთი დაბალი რიცხვები არ ყოფილა გაზაფხულ-ზაფხულის შემდეგ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. თუ არ დაიწყება ფართო ვაქცინაცია ქვეყანაში, მაქსიმუმ ასე შევინარჩუნოთ მდგომარეობა. ამიტომ, ეს დღე იყო ისტორიული, ისევე როგორც მსოფლიოსთვის, როდესაც დაიწყო აცრები. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რათა დავძლიოთ პანდემია. ორი დღის წინ წინ შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა. ეს არის სამი ვაქცინიდან ერთ-ერთი, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიკატები და აღიარება აქვს მიღებული. საქართველოსთვის ეს დიდი საქმეა. საქართველოს არის მეოთხე ქვეყანა, რომელმაც „კოვაქსის“ პლატფორმით მიიღო ეს ვაქცინა. მყარი გარანტიები მიღებული, რომ არანაირი წყვეტა არ იქნება და შემოტანა გაგრძელდება უწყვეტად“, – განაცხადა ცერცვაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →