—

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდება

41
კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდება
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეხვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან იუწყება, დანიელსონი პრეზიდენტთან შესახვედრად ათონელის რეზიდენციისკენ უკვე გაემართა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მათი ინფორმაციით, დანიელსონისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, თბილისში ჩამოსვლის პირველ დღეს უკვე შეხვდა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →