—

თენგიზ ცერცვაძე: არაჯანსაღმა ძალებმა, უსინდისო ადამიანებმა თავს უფლება მისცეს და გააჟღერეს მკრეხელური მოსაზრება, რომ AstraZeneca ცუდი ვაქცინაა

49
თენგიზ ცერცვაძე: არაჯანსაღმა ძალებმა, უსინდისო ადამიანებმა თავს უფლება მისცეს და გააჟღერეს მკრეხელური მოსაზრება, რომ AstraZeneca ცუდი ვაქცინაა
მოსასმენად დააჭირეთ

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობის ნაწილის მხრიდან AstraZeneca-ს ვაქცინისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოეხმაურა. ამ თემაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „იმედის დღეში“ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნაში არიან…

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობის ნაწილის მხრიდან AstraZeneca-ს ვაქცინისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოეხმაურა. ამ თემაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „იმედის დღეში“ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნაში არიან ანტივაქსერები, რომლებიც ნებისმიერი ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

„არაჯანსაღმა ძალებმა, უსინდისო ადამიანებმა თავს უფლება მისცეს და 13 რიცხვში, როდესაც AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდა, ტელევიზიის ეთერებიდან გააჟღერეს მკრეხელური მოსაზრება, რომ ეს არის ცუდი ვაქცინა, რომ შეპირებული იყო სხვა ვაქცინის შემოტანა და შემოვიდა AstraZeneca, რომელიც იწვევს რაღაც გვერდით მოვლენებს, რის გამოც ევროპის ქვეყნები მას არ იყენებენ. პირდაპირ მოუწოდეს ექიმებს და მოსახლეობას ამ „ექსპერიმენტში“ მონაწილეობა არ მიიღონ, ვინაიდან ეს არის მთავრობის მიერ თავისი ხალხის მორიგი დაღალატება. სამწუხაროდ, იქ 2-3 ექიმიც გამოჩნდა, რომლებიც გამოვიდნენ და თქვეს, რომ ისინი უარს ამბობენ ამ ვაქცინით აცრაზე და მოუწოდებენ სხვებსაც, რომ უარი თქვან. ამაზე დიდი ტყუილი მე ბოლო პერიოდში არ მინახავს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →