—

არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია სამართლიანობისა და რეალობის გადმოსახედიდან თუ შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, ვფიქრობ, შეთანხმება მიღწევადია

45
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია სამართლიანობისა და რეალობის გადმოსახედიდან თუ შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, ვფიქრობ, შეთანხმება მიღწევადია
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან თუ შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, ვფიქრობ, ეს შეთანხმება მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს…

ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან თუ შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, ვფიქრობ, ეს შეთანხმება მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ სწორედ ამ კუთხით ვხედავთ ამ შეთანხმებას და პირობებს, რომელიც განიხილება. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იქნება ანალოგიური მიდგომა.

ვიცავთ მოლაპარაკების წესებს და დეტალებზე არ ვსაუბრობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო უახლოეს პერიოდში საზოგადოება არ იქნება სრულად ინფორმირებული, თუ რამდენად კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივი და სამართლიანი პოზიციები ჰქონდა მმართველ გუნდს ამ მოლაპარაკებებში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, დანეილსონთან ინდივიდუალურ ფორმატში შეხვედრები გრძელდება და ფიქრობს, რომ დღის ბოლომდე დროს მაქსიმალურად გამოიყენებენ, რათა პოზიციები დააახლოონ.

„სავარაუდოდ, დღეს იქნება რამდენიმე ასეთი შეხვედრა, მათ შორის განმეორებით ჩვენთან. ვფიქრობ, დღეს, დღის ბოლომდე დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ დავაახლოოთ პოზიციები“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანიდაევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ამ წუთებში კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წევრებს, სალომე სამადაშვილს, აკაკი მინაშვილსა და ხათუნა სამნიძეს ხვდება.

წყარო: 1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →