—

ევროკავშირის წარმომადგენლობაში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით პოლიტიკოსებთან შეხვედრები დღესაც გაგრძელდება

57
ევროკავშირის წარმომადგენლობაში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით პოლიტიკოსებთან შეხვედრები დღესაც გაგრძელდება
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით პოლიტიკოსებთან შეხვედრები დღესაც გაგრძელდება.

დილიდან დაგეგმილია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა კრისტიან დანიელსონთან. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას წარმართავენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები იგეგმება ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

გუშინდელი შეხვედრების შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ელჩებმა კომენტარის გარეშე დატოვეს. შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. გუშინ, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, ფასილიტატორები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რვა საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ.

წყარო: 1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →