—

მიხეილ სააკაშვილი - ფარული ჩანაწერები რა თქმა უნდა, კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება, მაგრამ ამისთვის არსებობს წესები

62
მიხეილ სააკაშვილი - ფარული ჩანაწერები რა თქმა უნდა, კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება, მაგრამ ამისთვის არსებობს წესები
მოსასმენად დააჭირეთ

ფარული ჩანაწერები რა თქმა უნდა, კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ…

ფარული ჩანაწერები რა თქმა უნდა, კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, კეთდებოდა თუ არა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფარული ჩანაწერები.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ფარული ჩანაწერები კი კეთდებოდა, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმეს პირად ცხოვრებაზე რამე გავრცელებულიყო.

„რა თქმა უნდა კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები, მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც იყო ვინმეს პირად ცხოვრებაზე რამის გავრცელება? ეს არის სპეკულაცია. მე ვლაპარაკობ ფაქტებით. ცხრა წელი ვიყავი ხელისუფლებაში, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ სადმე ტელევიზიაში ან სოციალურ ქსელში გავრცელებულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შესახებ კადრები. მოვიდა ივანიშვილი, დაიწყო და მოქოქა ეს სისტემა. ეს არის რეალობა და ამიტომ ერთ პლანზე დაყენება საერთოდ სასაცილოა. სპეცსამსახურები მუშაობენ ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ხელისუფლების ბორიოტად გამოყენება არ უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ამისათვის არის სასამართლო, არის წესები როგორ უნდა მოხდეს და რა კეთდება, იმისათვის, რომ დანაშაულთან ბრძოლა მიმდინარეობდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავინ, არაფერი არ გამოიყენოს პოლიტიკური, პირადი ან რაღაც სხვა მიზნებისთვის. ეს არის ორი სხვადასხვა თემა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →