—

მიხეილ სააკაშვილი - მე შევქმენი ჩემს გუნდთან ერთად ქართული სახელმწიფო

80
მიხეილ სააკაშვილი - მე შევქმენი ჩემს გუნდთან ერთად ქართული სახელმწიფო
მოსასმენად დააჭირეთ

მე შევქმენი ჩემს გუნდთან ერთად ქართული სახელმწიფო და ყველაფერი, რაზეც დგას საქართველო, არის ჩვენი შექმნილი, ამის შემდეგ ანგრევენ, ანგრევენ ანგრევენ. ესენი არიან მგრეველები და ჩვენ ვართ მშენებლები, – ამის შესახებ…

მე შევქმენი ჩემს გუნდთან ერთად ქართული სახელმწიფო და ყველაფერი, რაზეც დგას საქართველო, არის ჩვენი შექმნილი, ამის შემდეგ ანგრევენ, ანგრევენ ანგრევენ. ესენი არიან მგრეველები და ჩვენ ვართ მშენებლები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მრავალპარტიული კოალიცია, რათა ქვეყანა განვითარდეს. ამასთან, როგორც სააკაშვილი ამბობს, უზომოდ სწამს ქართველი ერის ღირსებისა და პოტენციალის.

„ჩვენ ახლა გვინდა მრავალპარტიული კოალიცია, წყნარი გადასვლა და შესვლა იმ ვითარებაში, როდესაც შევძლებთ განვითარებას. ჩემი ქვეყანა მაინტერესებს, ყოველთვის ამოვდიოდი ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან. საქართველო ჩემთვის არის უპირველესი. არავის ინსტრუქციებით არ ვიმოქმედებ, ამის იმედი არავის ჰქონდეს. ჩემი ერით ვამაყობ, უზომოდ მწამს მისი ღირსების, მომავლისა და პოტენციალის. ყველა დაეტიოს და თავის ცხვირს მიხედოს. ჩვენს საქართველოს და მის მომავალს არავის დავუთმობთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →