—

ეკატერინე ტიკარაძე - პორტალი, რომელიც არის შექმნილი, იძლევა საშუალებას, რომ მასობრივი ვაქცინაციის დროს, მოქალაქემ აირჩიოს ვაქცინის ტიპი

57
ეკატერინე ტიკარაძე - პორტალი, რომელიც არის შექმნილი, იძლევა საშუალებას, რომ მასობრივი ვაქცინაციის დროს, მოქალაქემ აირჩიოს ვაქცინის ტიპი
მოსასმენად დააჭირეთ

პორტალი, რომელიც არის ჩვენი მხრიდან შექმნილი და გახდება ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი, იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქემ აირჩიოს ვაქცინის ტიპი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ…

პორტალი, რომელიც არის ჩვენი მხრიდან შექმნილი და გახდება ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი, იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქემ აირჩიოს ვაქცინის ტიპი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მასობრივი ვაქცინაციის დროს, მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, თავად გააკეთონ არჩევანი, რომელი ვაქცინით სურთ აცრა.

„ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ არჩევანის საშუალებას. სახელმწიფო მუშაობს არაერთი ვაქცინის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის „ასტრაზენეკა“, ასევე „მოდერნას“ ვაქცინა, ასევე არის ის სხვადასხვა ვაქცინა, რომლებიც დღესდღეობით ელოდებიან ავტორიზაციას. ის პორტალი, რომელიც არის ჩვენი მხრიდან შექმნილი და გახდება ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი, იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქემ აირჩიოს ვაქცინის ტიპი. ასე მოხდება ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →