—

პრემიერი: "იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის, ოპოზიციის კონსტრუქციულობის"

81
პრემიერი: "იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის, ოპოზიციის კონსტრუქციულობის"
მოსასმენად დააჭირეთ

სრული მზაობა მინდა დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა…

სრული მზაობა მინდა დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ინტერესი ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

,,ეს რა თქმა უნდა, არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ეს გვაკისრებს დიდ პასუხიმგებლობას ყველა აქტორს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას და ჩვენ ასეთივე პათოსით, სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით განმსჭვალული უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. მე მინდა სრული მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის, პარტიის სახელით, ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას კრისტიან დანიელსონის ჩართულობით, ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის იმედი აქვს.

,,ბატონი დანიელსინი არის გამოცდილი დიპლომატი. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის, ოპოზიციის კონსტრუქციულობის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →