—

რუსთავში კიდევ ერთი ოჯახის ორი წევრი მოიწამლა ნახშირბადის მონოქსიდით

6
რუსთავში კიდევ ერთი ოჯახის ორი წევრი მოიწამლა ნახშირბადის მონოქსიდით
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში ერთი ოჯახის 2-მა წევრმა ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია მიიღო.

CO-თი 64 წლის ქალი და მისი 23 წლის შვილიშვილი მოიწამლა.

როგორც მეზობლებმა განაცხადეს, იქამდე სანამ შვილიშვილი გონებას დაკარგავდა სასწრაფო დახმარების გამოძახება მოასწრო.

"ჯერ იბანავა ოჯახის უფროსმა. მერე შევიდა შვილიშვილი და მან რომ თავი ცუდად იგრძნო ბებიას შეხედა, რომელიც უკვე გონდაკარგული იყო. სასწრაფოში დარეკვა მოასწრო. კარებამდე რომ მოვიდა გახსნა ვეღარ შეძლო, გონი დაკარგა. კარი მეზობელმა შეამტვრია სასწრაფო რომ მოვიდა",- განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ბებია და შვილიშვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები და კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →