—

პრემიერი - პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია - ვთხოვ მოსახლეობას, ეს მარტივი წესი დავიცვათ, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება

32
პრემიერი - პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია - ვთხოვ მოსახლეობას, ეს მარტივი წესი დავიცვათ, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი სგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა საზოგადოებს თხოვნით მიმართა, დაიცვან ელემენტარული წესები, რათა არ დავუშვათ ვირუსის მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში.

„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და გარკვეული მატება შეინიშნება შემთხვევების, ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა, თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის პროცესს და აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი პარტია მალე შემოვა.

„იცით თქვენ, რომ მეც უშუალოდ ვარ ჩართული ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან და მალე ჩვენ ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას, როგორც მინისტრმა ამის თაობაზე საზოგადოებას ჩააბარა ანგარიში. მანამ, ვიდრე ვაქცინაცია დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ყურადღებით, რომ ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →