—

თაკო ჩარკვიანი - გახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც ჩანაწერები - „ოცნებაში“ რღვევა დაიწყო

61
თაკო ჩარკვიანი - გახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც ჩანაწერები - „ოცნებაში“ რღვევა დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

უკვე ლუსტრაცია მოხდა, გახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც გამოჩენილი ჩანაწერები გეგონოთ შემთხვევითი - რღვევა დაიწყო „ოცნებაში“ და ეს ძალიან კარგია ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო…

უკვე ლუსტრაცია მოხდა, გახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც გამოჩენილი ჩანაწერები გეგონოთ შემთხვევითი - რღვევა დაიწყო „ოცნებაში“ და ეს ძალიან კარგია ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ ხელისუფლებამ იმდენად აურია ვითარება ქვეყანაში, რომ ვითარების დასალაგებლად საქართველოში დასავლელი პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების ჩამოსვლა გახდა საჭირო.

„ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც შევა ისტორიაში იმით, რომ იმდენად აურ-დაურია საქართველოში ყველაფერი, რომ საქართველო იძულებული გახდა, დასავლეთიდან პარტნიორები ჩამოსულიყვნენ, ჩვენი მეგობრები, რათა ჩვენთან დალაგდეს ვითარება. ამით შევა ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი. ყველა სფეროში ააქოთა და ააწუმპა ქვეყანა, იმიტომ, რომ ფაშა არის სათავეში, ოლიგარქი.

როგორ შეიძლება 2000 ადამიანის, რომელიც კომპრომატებითა და კორუფციაში გარევით ერთმანეთზე კომპრომატებით არსებობენ, ვინმეს ეშინოდეს და მათ ჩავაბაროთ და გავანადგურებინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა და ბერას გარეპილ სისულელეს ვუსმინოთ, გუშინდელ მის ინტერვიუს ვგულისხმობ. სახელმწიფო აღარ არსებობს, კანონი არ არსებობს, სამართალი არ არსებობს და დასავლელ პარტნიორებს ვიძახებთ, რომ ადამიანები ერთმანეთს გაესაუბრონ. ეს ბოიკოტი, რომ არ ყოფილიყო და პარლამენტში შევსულიყავით, საერთოდ ვერ გაიგებდა დასავლეთი, რა დღეშია ჩვენი ქვეყანა. ზუსტად ამისთვის იყო ეს ბოიკოტი საჭირო და არ შესვლა პარლამენტში, ეს იყო ზარი განგაშის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიმხვდარიყვნენ, რომ შეიძლება ქვეყანა დაკარგონ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

წყარო:ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →