—

ილჰამ ალიევი: ”ჩვენ ახლა უნდა ვიხედოთ მომავალისკენ და ვიფიქროთ ჩვენს რეგიონში თანამშრომლობის შესახებ”

76
ილჰამ ალიევი: ”ჩვენ ახლა უნდა ვიხედოთ მომავალისკენ და ვიფიქროთ ჩვენს რეგიონში თანამშრომლობის შესახებ”
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთი და აზერბაიჯანი ყოველთვის ერთად არიან, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. რა თქმა უნდა, თურქეთის მიერ ყარაბაღის მეორე ომის დროს გაწეულმა დახმარებამ…

თურქეთი და აზერბაიჯანი ყოველთვის ერთად არიან, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. რა თქმა უნდა, თურქეთის მიერ ყარაბაღის მეორე ომის დროს გაწეულმა დახმარებამ, როგორც მოგეხსენებათ, მთელი აზერბაიჯანელი ხალხისთვის სასიამოვნო იყო.

InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დელეგაციის მიღებისას განაცხადა.

ქვეყნის მეთაურის თქმით ეს დახმარება ბუნებრივია: ”იმიტომ, რომ ორი ძმური ქვეყანა ყოველთვის ახლოს არის ერთმანეთთან. ჩემ ძვირფას ძმის რეჯებ თაიბ ერდოღანის პოლიტიკურმა და ზნეობრივმა მხარდაჭერამ ბევრი შთაგონება მოგვცა. ამასთან, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მუსტაფა შენტოპმა და პარლამენტის წევრებმა გამოხატეს სოლიდარობა და მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დღეების ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ბოლოდროინდელ სამიტზე, ჩემმ ძვირფასმა ძმამ, პრეზიდენტმა ძალიან ლამაზი სიტყვები თქვა აზერბაიჯანისა და ჩვენი გამარჯვების შესახებ. მოგეხსენებათ, გასული წლის ბოლოს ბაქოში ამ გამარჯვების აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ჩატარდა.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ თურქული მედია და ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია დიდ დახმარებას უწევდა აზერბაიჯანს ომის დროს. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. დღეს ჩვენს რეგიონში ახალი ვითარება და ახალი რეალობა შეიქმნა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ისტორიაა, იგი მოგვარდა და დასრულდა. ახლა ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიხედოთ და ვიფიქროთ ჩვენს რეგიონში თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაზე, ზანგაზურის დერეფნის გახსნა ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ ”, - განაცხადა პრეზიდენტმა

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →