—

ლიმიტი ადამიანთა დაშვებაზე და წესები, რომლის დაცვაც რესტორნებს მოუწევთ

35
ლიმიტი ადამიანთა დაშვებაზე და წესები, რომლის დაცვაც რესტორნებს მოუწევთ
მოსასმენად დააჭირეთ

8 მარტიდან, რესტორნებმა შიდა სივრცეებით ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირება განაახლეს. შეგახსენებთ, რომ ბათუმში შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული შეზღუდვები რესტორნების შემთხვევაში ჯერ კიდევ მოქმედებს.

კერძოდ, კომენდანტის საათი, რაც ბიზნესის შეფასებით, ამცირებს მნიშვნელოვნად სამუშაო საათებს, ასევე შაბათ-კვირას რესტორნები კვლავ ვერ შეძლებენ მუშაობას და ამასთან, სამუშაო დღეებში რესტორნებში მისულ მომხმარებლებს ცოცხალი მუსიკის მოსმენა არ შეეძლებათ.

ჩამოთვლილი შეზღუდვების გარდა, კვების ობიექტების მიმართულებით გარკვეულწილად გამკაცრდა მოთხოვნები, რომელთა დაცვაც მოუწევთ. ერთ-ერთი სიახლე რაც არის, დაწესდა რესტორნის შიდა სივრცეში დასაშვებ პირთა რაოდენობა და ზღვარი 60 ადამიანს შეადგენს. ამაზე მეტის დაშვების უფლება კვების ობიექტს არ ექნება.

რაც შეეხება სხვა წესებს, რისი დაცვაც დახურული სივრცის კვების ობიექტებისთვის სავალდებულოა, ასე გამოიყურება:

  • მაგიდებს შორის უნდა იყოს მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • ერთ მაგიდასთან უნდა დასხდეს არაუმეტეს 6 ადამიანი;
  • გამონაკლისის სახით შესაძლებელია, 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • 1 მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომხარებლებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება;
  • სასმელით მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალურად მაგიდასთან მიტანის სერვისით.
შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →