—

არჩილ თალაკვაძე: ვაქცინაციამდე პირბადე არის დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ამიტომ, თხოვნით მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ატაროს პირბადე

39
არჩილ თალაკვაძე: ვაქცინაციამდე პირბადე არის დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ამიტომ, თხოვნით მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ატაროს პირბადე
მოსასმენად დააჭირეთ

ვაქცინაციამდე, პირბადე არის დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ამიტომ, თხოვნით მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ატაროს პირბადე. ყველამ მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამსახურები…

ვაქცინაციამდე, პირბადე არის დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ამიტომ, თხოვნით მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ატაროს პირბადე. ყველამ მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანას ვაქცინაზე დროული წვდომა ჰქონდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება პირბადის ტარებისა და ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჯანდაცვის სამინისტროსგან მივიღეთ ვაქცინაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ამ მომენტისთვის, რომ საქართველომ დროულად მიიღოს წვდომა ვაქცინაზე, ვინაიდან, ეს, თავის მხრივ, არის დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროცესების გახსნასთან და ეკონომიკის აღდგენასთან. მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ პირბადის გამოყენებას და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებსაც ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →