—

თეა წულუკიანი - იმედია, ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში

16
თეა წულუკიანი - იმედია, ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში
მოსასმენად დააჭირეთ

იმედია, ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

იმედია, ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დროა, ნიკა მელიამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და კანონის დაცვით საკუთარი თავი გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

„გუშინ, გუშინწინ ეთერებს ყურადღებით ვაკვირდებოდი და ნიკა მელია ან საერთოდ აღარ ისმოდა, ან ძალიან იშვიათად ისმოდა. ჩემს დროს ასე იყო, ალბათ ახლაც ასეა და საკანში მყოფი ნიკა მელიასთვის ყველა სატელევიზიო არხია ხელმისაწვდომი. იმედია, გააანალიზებს და მიხვდება, რომ ასეთია ცხოვრება, რაც დრო გავა, ნელ-ნელა უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამიტომ დროა, მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, კანონის დაცვით საკუთარი თავი გაათავისუფლოს პატიმრობიდან, რადგან ამ კაცის პოლიტიკური კარიერა არ გადის ციხეზე. მისი გარემოცვა და პოლიტიკური თანამებრძოლები, ვინც მელიას ამას აჯერებს, პირდაპირ ვიტყვი, არიან მისი მომავლის მტრები. ის სჭირდებათ ინსტრუმენტად. იმედი მაქვს, ნიკა მელია არ გამოაყენებინებს არავის თავს უბრალო ინსტრუმენტად არც თბილისში, არც კიევში. დანარჩენი თავისი გადასაწყვეტია, რადგან ეს ბოლო დღეები მელია დაგავიწყდათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →