—

კახა კალაძე - საჭიროა გარკვეული კომპრომისები, რათა ვითარება დასტაბილურდეს

13
კახა კალაძე - საჭიროა გარკვეული კომპრომისები, რათა ვითარება დასტაბილურდეს
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვალდებული არიან, დასხდნენ მოლაპარაკების…

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვალდებული არიან, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

მისივე შეფასებით, დიალოგის პროცესში მნიშვნელოვანია კომპრომისები.

„საუბარს, დიალოგს, არსებული სიტუაციის მოლაპარაკების ჩარჩოებში გადატანას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ისევე როგორც მმართველი პარტია, ვალდებული ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, გავმართოთ დიალოგი, იქნება ეს ელჩების, ბატონი მიშელის ჩართულობით. უნდა მოხდეს გარკვეული კომპრომისები, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს. ვინ იქნება ირაკლისთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, ამაზე გუნდში იქნება საუბარი და მოგაწვდით ინფორმაციას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წყარო: Pirveli arxi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →