—

კახა კალაძე - ნუ ვჩქარობთ, როდესაც მოვა ამის დრო, აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას

14
კახა კალაძე - ნუ ვჩქარობთ, როდესაც მოვა ამის დრო, აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას
მოსასმენად დააჭირეთ

მომდევნო დღეების, მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“…

მომდევნო დღეების, მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, აპირებს თუ მმართველი პარტიის დატოვებას.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია, მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების განმავლობაში, მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, თქვენ ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მე მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არ მივიღებ. ამასთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია. არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯები, რომ რაღაც მალულად იყოს, ან ჩუმად. ყველაფერი იქნება ცხადი ყველასთვის, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული თბილისის, თბილისელების წინაშე. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, თქვენ ხართ ამის მოწმენი, რადგან ყოველ დღე, როდესაც დავდივართ სამუშაოებზე, დადიხართ ჩემთან ერთად. შესაბამისად, გადაწყვეტილება როგორიც იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: Pirveli arxi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →