—

ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად სხვა ადამიანის გაშვება არ გაუჭირდება

80
ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად სხვა ადამიანის გაშვება არ გაუჭირდება
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად სხვა ადამიანის გაშვება არ გაუჭირდება. ამის შესახებ…

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად სხვა ადამიანის გაშვება არ გაუჭირდება. ამის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დასხდებიან თუ არა ოპოზიციის წევრები ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ხაზგასმით მინდა ვთქვა: „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენი მოქლაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელიას, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე და რიგგარეშე არჩევების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე , რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა „ტვ პირველის“ სიუჟეტში, ამიტომ მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო- შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →