—

გამოიდარებს თუ არა საქართველოში მიმდინარე კვირაში

66
გამოიდარებს თუ არა საქართველოში მიმდინარე კვირაში
მოსასმენად დააჭირეთ

მიმდინარე კვირაში საქართველოში ამინდი ცვალებადი იქნება. კვირის განმავლობაში, შედარებით უკეთესი ამინდი 9 და 10 მარტსაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენნტოში განუცხადეს.

მიმდინარე კვირაში საქართველოში ამინდი ცვალებადი იქნება. კვირის განმავლობაში, შედარებით უკეთესი ამინდი 9 და 10 მარტსაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენნტოში განუცხადეს.

„9 და 10 მარტს თბილისში ნალექი არაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 8-9 გრადუსამდე დაფიქსირდება. 11 და 12 მარტს ამინდი ისევ გაუარესდება. 11 მარტს, სავარაუდოდ თოვლჭყაპი იქნება, 12 მარტს, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ქარია მოსალოდნელი. 13 და 14 მარტს თბილისში თოვლს აღარ უნდა ველოდოთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ღრუბლიანობა შენარჩუნდება და 3-დან 5 გრადუსამდე გათბება ჰაერი. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 11 და 12 მარტს ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად - თოვლის სახით. 12 მარტს დასავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 13 და 14 მარტს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, შედარებით გამოიდარებს, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში ნალექი კვლავ შენარჩუნდება“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიდურდანა ხუდიევა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →