—

yuxarı Gürcüstanın Təhsil, Elm, Mədəniyyət və İdman Naziri qadınları Beynəlxalq Qadınlar Günü münasibətilə təbrik etdi

5
yuxarı Gürcüstanın Təhsil, Elm, Mədəniyyət və İdman Naziri qadınları Beynəlxalq Qadınlar Günü münasibətilə təbrik etdi
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ულოცავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ულოცავს.

„ძვირფასო ქალბატონებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ ქალთა საერთაშორისო დღე. ვფიქრობ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თქვენს აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ქალთა როლი საზოგადოებაში პოზიტიური ძვრებისა და მშვიდობის დამყარების კუთხით განუზომელია. მოხარული ვარ, რომ დღესდღეობით საქართველოში უამრავი ქალი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეს. ასევე, ქალბატონებს დიდი წვლილი შეაქვთ კულტურის სფეროსა და სპორტის განვითარების საქმეში, რაც ძალიან საამაყოა. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის.

მინდა ყველა ქალბატონს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდი მიღწევები ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აცხადებს ჩხენკელი.

აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →