—

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

6
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
მოსასმენად დააჭირეთ

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტები აქციას მართავენ დაპირისპირებაა.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტები აქციას მართავენ დაპირისპირებაა.

სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა კედელზე წარწერის - "მკვლელებო" გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

„მოვედით, რომ ჩვენი პროტესტი გამოგვეხატა. წარწერები შედის გამოხატვის თავისუფლებაში, მითუმეტეს, ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის. არანაირ კანონს არ ვარღვევთ, მაგრამ წინააღმდეგობა მაინც გაგვიწიეს, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შევძელით. როგორ კი კედლისკენ დავიძარით, ამას მათი მხრიდან მყისიერი ძალადობა მოჰყვა. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პოზიცია“,-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა ფარულავამ.

აქტივისტები სამართალდამცველებს მიმართავენ სიტყვებით: "მონებო".

მანამდე სამოქალაქო აქტივისტებმა გზის სავალ ნაწილზე შემდეგი შინაარსის წარწერები დატოვეს: „ბერას მონებო“, „ბერა კრიმინალია!“.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ტელეკომპანია "პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება და მათი თანამდებობიდან გადადგომა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →