—

მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან რაიმე კონკრეტული, კონსტრუქციული ან კომპრომისთან მიახლოებული წინადადებაც კი არ მოგვისმენია

23
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან რაიმე კონკრეტული, კონსტრუქციული ან კომპრომისთან მიახლოებული წინადადებაც კი არ მოგვისმენია
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული, კონსტრუქციული, პრაგმატული ან კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლებასა და…

ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული, კონსტრუქციული, პრაგმატული ან კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ერთი კომპრომისი მაინც წარადგინონ.

„ცოტა გაიწელა ეს ყველაფერი და იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩვენ კონკრეტული, კონსტრუქციული, პრაგმატული ან კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. დღეს გაიმართება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. ამ საკითხებზე კიდევ ვიმსჯელებთ, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მოწოდების, თხოვნების, რჩევების, მედიატორების, მათ შორის რეალიზაცია და პოლიტსაბჭოს შემდეგ დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →