—

ძლიერი ქარი, თოვლი და თოვლჭყაპი - როდის გაუარესდება ამინდი საქართველოში

8
ძლიერი ქარი, თოვლი და თოვლჭყაპი - როდის გაუარესდება ამინდი საქართველოში
მოსასმენად დააჭირეთ

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„ხვალ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. თუ დღეს დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ხვალ მკვეთრად დაეცემა ტემპერატურა და მხოლოდ 3-8 გრადუსი იქნება დაბლობში. დასავლეთ საქართველოში უნდა ველოდოთ თოვლს, შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში ქარი გაძლიერდება. ეს ეხება არა მხოლოდ ზღვისპირეთს, არამედ - მტკვრის ხეობასაც; თბილისის გარეუბნებშიც, შესაძლოა, 30 მ/წმ-მდე დაფიქსირდეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა და შტორმიც. ქარის ეს შემოჭრა არის ხანმოკლე და მხოლოდ ხვალაა მოსალოდნელი. თუ ხვალ ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაეცემა, 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოშიც მკვეთრად დაიწევს ნიშნული. ასევე, მოსალოდნელია ნალექი - უმეტესად, თოვლის სახით, მათ შორის - თბილისშიც. ხვალ ქარი დასავლეთ საქართველოშიცაა მოსალოდნელი და აღმოსავლეთითაც. ორშაბათს თბილისში ღრუბლიანი, ნისლიანი, ცივი ამინდი იქნება და ნალექს უნდა ველოდეთ თოვლის ან თოვლჭყაპის სახით, თუმცა, ქარი აღარ იქნება“ - აცხადებს ჰიდრომეტეოლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტა ნიორაძე.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →