—

ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილს, დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა, კარგია, რომ მისი თანაგუნდელები ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ

5
ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილს, დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა, კარგია, რომ მისი თანაგუნდელები ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის წევრის ალეკო ელისაშვილის აზრით, სურვილის შემთხვევაში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიიღწევა. მისივე თქმით, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან რიტორიკა შეცვლილია, რაც…

პარლამენტის წევრის ალეკო ელისაშვილის აზრით, სურვილის შემთხვევაში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიიღწევა. მისივე თქმით, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან რიტორიკა შეცვლილია, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელი ფაქტია.

"ყველაზე რადიკალები ვინც იყვნენ, ისინიც კი გაცილებით მშვიდად და საქმიანად საუბრობენ. როგორც ჩანს, შეთანხმება ყველამ კარგად გავითავისეთ, რაც შარლ მიშელის ჩამოსვლის დროს შედგა. ერთადერთია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა. კარგია, რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასე ჩანს და ეს კარგია", - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →