—

სერგო ჩიხლაძე - აუცილებლად მივალთ შეთანხმებამდე, მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორ კვირაში გადმოდგას ნაბიჯი და მოლაპარაკება დაიწყოს

132
სერგო ჩიხლაძე - აუცილებლად მივალთ შეთანხმებამდე, მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორ კვირაში გადმოდგას ნაბიჯი და მოლაპარაკება დაიწყოს
მოსასმენად დააჭირეთ

აუცილებლად მივალთ შეთანხმებამდე, მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორ კვირაში გადმოდგას ნაბიჯი და მოლაპარაკება დაიწყოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

აუცილებლად მივალთ შეთანხმებამდე, მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორ კვირაში გადმოდგას ნაბიჯი და მოლაპარაკება დაიწყოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთჯერადად, მხოლოდ საარჩევნო რეფორმის განსახილველად პარლამენტში შესვლას არ აპირებს, რადგან მოლაპარაკება უნდა შეეხოს ექვს პუნქტს.

„ერთჯერადად არავინ არსად არ შევა. იმ ექვს პუნქტში ერთ-ერთია ზუსტად საარჩევნო საკითხები და ამაზე აუცილებლად გვექნება მოლაპარაკება, აუცილებლად გვექნება შეთანხმება ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“. შეთანხმების შემდეგ, ჩავერთვებით ყველა პროცესში, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტის გარეთ არსებულ ყველა კომისიაში. ჩვენი მოლაპარაკებები ელისაშვილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმს არ გულისხმობს. ეს პუნქტი ცალკე არის შესული იმ ექვს პუნქტში. არის ექვსი საკითხი, რომელზეც უნდა შედგეს მოლაპარაკებები და საარჩევნო საკითხი ერთ-ერთია. ამ ექვსივე საკითხზე უნდა შევთანხმდეთ.

აქ არ არის, რომ ან ერთი გადაწყდება ან მეორე, ექვსივე პუნქტზე მოხდება მოლაპარაკება ურთიერთკომპრომისის გზით. ეს ოპოზიციასაც ეხება და ხელისუფლებასაც, ჩვენ აუცილებლად მივალთ შეთანხმებამდე. მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორ კვირაში გადმოდგას ნაბიჯი და ეს მოლაპარაკებები დაიწყოს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიდურდანა ხუდიევა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →