—

შოთა ბურჯანაძე: თუ ეს ვითარება გაგრძელდა, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება

15
შოთა ბურჯანაძე: თუ ეს ვითარება გაგრძელდა, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება
მოსასმენად დააჭირეთ

რესტორნებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, რესტორნები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ .

რესტორნებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, რესტორნები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“.

InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გახსნილი ქსელური რესტორნების ნაწილის მხოლოდ 40%-ით ფუნქციონირებს, ფილიალები კი გააუქმეს.

,,სანამ კოვიდ პანდემია დაიწყებოდა, ბაზარზე 10 000-მდე ობიექტი იყო. ამაში შედის - რესტორნები, კაფე-ბარები, საკონდიტროები და ა.შ. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნებოდა გადადგმული სწორი ნაბიჯები, ბაზარს ობიექტების 50% დატოვებდა. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა. პირველი ლოქდაუნის შემდეგ ქვეყანაში რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს. დარჩენილი ობიექტებიდან, ქსელურ რესტორნებს მოუწიათ ფილიალების შემცირება და მათი მხოლოდ 40% მუშაობს. 10 000-დან 700-მდე შემცირდა დელივერის (მიტანის) სერვისით დასაქმებული რესტორნების რიცხვიც“- განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება.

,,დიდი რესტორნები, რეგულაციების ფარგლებში ვერ ახერხებენ ოპერირებას, რადგან ქორწილების და სხვა ივენთების მოწყობით იყვნენ დაკავებული. აკრძალვებიდან გამომდინარე, მათ გახსნას აზრი არ აქვს. ბაზარზე დაბრუნდნენ საშუალოზე პატარა ობიექტები. მეორე ლოქდაუნის დაწყებიდან ვამბობ, რომ თუ ეს ვითარება გაგრძელდა, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება და ეს ვარაუდი, სამწუხაროდ, მართლდება. პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამკლავება, განსაკუთრებით რთული იმიტომ არის, რომ ობიექტების 95% იჯარით აქვთ აღებული მეპატრონეებს და ვერანაირად ვერ ახერხებენ ქირის გადახდას.

ასევე სრულად დახურულია რესტორნები თბილისში და სხვა ქალაქებში ტურისტულ ზონებში. სანამ ტურისტებისათვის ქვეყანა ბოლომდე არ გაიხსნება, არანაირი შანსი არ აქვთ ბაზარზე დაბრუნების. რთული წარმოსადგენია, რომ მერე იგივე მფლობელები დაუბრუნდნენ ფართებს. სავარაუდოდ, ბაზარს სხვა ოპერატორები აითვისებენ.

დღეს, დახურულია ის რესტორნებიც კი, რომლებიც იჯარას არ იხდიან. დღეს უამრავი რესტორანი იყიდება, მაგრამ ბაზარზე მყიდველიც არ ჩანს“- განაცხადა შოთა ბურგანაძე.

შეგახსენებთ,რომ 15 თებერვლიდან რესტორნების გარე სივრცეები გაიხსნა, ხოლო 8 მარტიდან კი, რეგულაციების დაცვით რესტორნების შიდა სივრცეებიც გაიხსნება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →