—

აზერბაიჯანსა და პაკისტანს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

40
აზერბაიჯანსა და პაკისტანს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს
მოსასმენად დააჭირეთ

3 მარტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ ნადიმ რაზას ხელმძღვანელობით დელეგაციას შეხვდა.

InterPress.ge იუწყება,რომ ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტროს განცხადებით შეხვედრაზე სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის ტრადიციული მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის, აგრეთვე აზერბაიჯან-პაკისტანის ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობაზე კმაყოფილება გამოხატეს.

მინისტრმა სტუმრებს აზერბაიჯანის არმიის მიერ ჩატარებული წარმატებული სამხედრო მოქმედებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა,რომ ამ ომში აზერბაიჯანის არმიის მიერ მიღებული საბრძოლო გამოცდილების მრავალი ქვეყნის ჯარისა და საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების მიერ შესწავლა ხდება

გენერალ-პოლკოვნიკმა ჰასანოვმა პაკისტანის ხელმძღვანელობასა და ხალხს, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით, აზერბაიჯანის სამართლიანი პოზიციის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე ჩვენი ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გენერალმა ნ. რაზამ კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ პაკისტანელი სპეციალისტები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ განთავისუფლებული ტერიტორიების ნაღმებისა და აფეთქებული ტყვიების გაწმენდის პროცესში. გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს საკმარისი პოტენციალი სამხედრო თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე ასასვლელად.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →