—

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ვნახეთ, რაოდენ დესტრუქციული ქმედება გააგრძელა ოპოზიციამ, ეს ქმედებები არის სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო

66
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ვნახეთ, რაოდენ დესტრუქციული ქმედება გააგრძელა ოპოზიციამ, ეს ქმედებები არის სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო
მოსასმენად დააჭირეთ

ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელა ოპოზიციამ, ვგულისხმობ პიკეტირების მცდელობას, რაც არის სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და…

ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელა ოპოზიციამ, ვგულისხმობ პიკეტირების მცდელობას, რაც არის სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერი თქმით, ოპოზიციის ქმედებები ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა, თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება.

მთავრობის მეთაურმა, ოპოზიციასთან გუშინდელი შეხვედრის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს დიალოგზე უარი არ უთქვამს.

„მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს ჩვენი გუშინდელი შეხვედრის. აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა შარლ მიშელის ინიციატივით, მის მიერ იყო ინიცირებული. მე დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან 12 საათში. ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს, ვგულისხმობ პიკეტირების მცდელობას, რაც არის სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, არც ამ დიალოგის ინტერესებს და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტების თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიდურდანა ხუდიევა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →