—

დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე ჩარჩო დოკუმენტი შედგა, რომელიც 6 საკითხს მოიცავს

12
დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე ჩარჩო დოკუმენტი შედგა, რომელიც 6 საკითხს მოიცავს
მოსასმენად დააჭირეთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ მოლაპარაკებების 6 საკითხზე, რომელთა შორისაც პატიმრების, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე…

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ მოლაპარაკებების 6 საკითხზე, რომელთა შორისაც პატიმრების, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

მისივე თქმით, საკითხების ჩამონათვალშია საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმა.

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →