—

მიხეილ სარჯველაძე - ამირან გამყრელიძე ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, რომელსაც ხელეწიფება ქვეყანაში უზრუნველყოს ეპიდსიტუაციის სტაბილური მართვა

5
მიხეილ სარჯველაძე - ამირან გამყრელიძე  ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, რომელსაც ხელეწიფება ქვეყანაში უზრუნველყოს ეპიდსიტუაციის სტაბილური მართვა
მოსასმენად დააჭირეთ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას…

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას შესანიშნავად მართავს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამირან გამყრელიძის თანამდებობოდან გადადგომის მიზეზი არ არსებობს.

„ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია. ვფიქრობ, საქართველოში ბოლოდროინდელმა პროცესებმაც დაადასტურა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, რომელსაც ხელეწიფება ქვეყანაში უზრუნველყოს ეპიდსიტუაციის სტაბილური მართვა. ამის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია, რომ მის მიმართ რაიმე ფორმით საყვედური შეიძლება არგუმენტირებული იყოს. კიდევ ვიმეორებ, მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება საკითხს, შეიძლება თუ არა ეს მოხდეს ან უნდა მოხდეს თუ არა, ამას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეიძლება მიზეზი და საფუძველი იყოს", -განაცხადა სარჯველაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →