—

შარლ მიშელი - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი, ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს

66
შარლ მიშელი - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი, ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს
მოსასმენად დააჭირეთ

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი, ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ…

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი, ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„თბილისში კიდევ ერთხელ ვისაუბრე ევროკავშირის ერთგულებაზე მისი აღმოსავლელი პარტნიორების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი: ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს“, – წერს შარლ მიშელი.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ​ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიდურდანა ხუდიევა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →