—

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობას მართავენ

3
სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობას მართავენ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად გაიწია პოლიტიკის კეთებისგან, თუმცა ფორმალურ მმარველად რჩება და მათი მოთხოვნების შესმენა მხოლოდ მას შეუძლია.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად მსვლელობით მივალთ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. გავაჟღერებთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს გვაერთიანებს - ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიდვივართ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად გაიწია პოლიტიკის კეთებისგან და ამის არ გვჯერა. ჩვენი მოლოდინები გაამართლა ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებამ, ყველამ კარგად ვიცით, ვისი კადრია ირაკლი ღარიბაშვილი და ვის დავალებებს ასრულებს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება ეხება ერთადერთ ადამიანს, არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც გავაგონებთ იმ მოთხოვნებს, რასაც ვაყენებთ სამ თვეზე მეტია“, - აღნიშნა „მოძრაობა საქართველოსთვის” წევრმა ალიკა კუპრავამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →