—

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალ კვირას „ფაიზერის“ ბოლო გადაწყვეტილება გვეცოდინება, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „ფაიზერს“ დაასწრებს

6
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალ კვირას „ფაიზერის“ ბოლო გადაწყვეტილება გვეცოდინება, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „ფაიზერს“ დაასწრებს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინამდე, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მარტში საქართველოში…

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინამდე, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მარტში საქართველოში ვაქცინაციის პროცესი „აუცილებლად დაიწყება“.

„მოლაპარაკების იმ წერტილამდე ვართ მისული, რომ მარტში იქნება შესაბამისი დოზები. დიდი ალბათობით „ასტრაზენეკა“ დაასწრებს „ფაიზერს“, მაგრამ მომავალი კვირას „ფაიზერთან“ გვაქვს ტელეკონფერენცია, სადაც გვეცოდინება „ფაიზერის“ ბოლო გადაწყვეტილება. „ასტრაზენეკას“ გარკვეული დოზები, დიდი ალბათობით, დაასწრებს და ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება მარტში იმ სქემით, რომელიც ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან ბევრ კომპანიასთან, ასევე თვალყურს ვადევნებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურ სიას, რომელიც უკეთებს დასტურს სხვადასხვა ვაქცინას, რომ ის აღიარებულია. პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კოვაქსთან, ასევე 4-5 მწარმოებლებთან, დამატებით დოზებთან მიმართებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →