—

სერგო ჩიხლაძე - ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის განმუხტვის მცდელობას თუ დავინახავთ, შეიძლება, აქციების განრიგში ცვლილებები შევიდეს

7
სერგო ჩიხლაძე - ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის განმუხტვის მცდელობას თუ დავინახავთ, შეიძლება, აქციების განრიგში ცვლილებები შევიდეს
მოსასმენად დააჭირეთ

ფასილიტატორ ელჩებს დავუდასტურეთ და იმავე აზრზე ვართ, რომ დიალოგი, მოლაპარაკებები და შეთანხმება ურთიერთკომპრომისების გზით, არის სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი ალტერნატივა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა…

ფასილიტატორ ელჩებს დავუდასტურეთ და იმავე აზრზე ვართ, რომ დიალოგი, მოლაპარაკებები და შეთანხმება ურთიერთკომპრომისების გზით, არის სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი ალტერნატივა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

რაც შეეხება მიმდინარე აქციებს, როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქციები საერთოდ გაუქმებული ჰქონდა იმ იმედით, რომ ხელისუფლება წავიდოდა კონსტრუქციულ ნაბიჯებზე.

„ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია, კიდევ უფრო ღრმა კრიზისი ხელისუფლების ამ არაადეკვატური ნაბიჯების გამო. აქციები იქნება, ჩვენ დაანონსებული გვაქვს უკვე, თუმცა თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდება, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა თქმა უნდა, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ამ აქციების განრიგში, ეს არ არის რაღაც ქვაში გამოკვეთილი, ჩვენ ვართ საკმაოდ მოქნილები და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ კრიზისსა და საკუთარ მოთხოვნაზე სასაუბროდ ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მისი ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრებს, რადგან ჩიხლაძის განცხადებით, საერთაშორისო ზეწოლა მნიშვნელოვანი ბერკეტია.

„მე ვფიქრობ, რომ ვიზიტის შედეგად რაღაც განსაკუთრებით ახალ მესიჯებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მთავარია, რომ ის ორივე მხარე შეხვდება, ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გარკვეული კიდევ დამატებით პოზიტიური როლი შეიტანოს ორი მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის საქმეში, ამის იმედი მაქვს გულწრფელად“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →