—

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები განათავსეს

10
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები განათავსეს
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ამ დროისთვის სულ ცხრა კარავია განთავსებული, თუმცა როგორც როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ კიდევ რამდენიმე დაემატება.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მუდმივი კერა გაჩნდება.

"აქ გაიშლება კარვები, რომლებიც ჩამოვიდნენ ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან, სხვადასხვა პარტიების კარვები, სადაც მუდმივად იქნება, როგორც გითხარით პროტესტის ცენტრი. აქ იქნება მუდმივი პროტესტის კერა სამოქალაქო აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, კარვებით და თავისუფალი ადამიანების მთავარი იდეის, ჩვენი სამშობლოს იდეით," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული კარვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას და სამოქალაქო აქტივისტებს ეკუთვნით.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →