—

ხათუნა ხოფერია - ერის და ბერის წინაშე დამანაშავე სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს, ფინალი ეს იქნება

233
ხათუნა ხოფერია - ერის და ბერის წინაშე დამანაშავე სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს, ფინალი ეს იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

როდესაც ახალი ეროვნული იდეა გაჩნდება, ის ხუთასი ათასი ადამიანი, რომელმაც მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა, დაფიქრდება და ამ პროცესში შემოვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ…

როდესაც ახალი ეროვნული იდეა გაჩნდება, ის ხუთასი ათასი ადამიანი, რომელმაც მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა, დაფიქრდება და ამ პროცესში შემოვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„როდესაც ახალი ეროვნული იდეა გაჩნდება და საზოგადოების შერწყმის და ჩამოყალიბების პროცესი დაიწყება, ის ხუთასი ათასი ადამიანი, რომელმაც მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა, დაფიქრდება და ამ პროცესში შემოვა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავეები ამ პროცესში ვერ შემოვლენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს კოდორის ხეობა, ახალგორი და გაყიდეს დავით გარეჯი. როგორ შეიძლება, მათ საერთოდ დაველაპარაკოთ? ეს დამთავრებული ამბავია“, – განაცხადა ხოფერიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს და ვიდრე ეს არ მოხდება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირი დიალოგი ვერ შედგება.

„ის ერის და ბერის წინაშე დამანაშავე სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს. ფინალი აი, ეს იქნება“, – განაცხადა ხოფერიამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →