—

მიხეილ სარჯველაძე - მოლაპარაკებების პროცესი არათუ პერსპექტიულია, არამედ უალტერნატივოა

34
მიხეილ სარჯველაძე - მოლაპარაკებების პროცესი არათუ პერსპექტიულია, არამედ უალტერნატივოა
მოსასმენად დააჭირეთ

მოლაპარაკებების პროცესი არათუ პერსპექტიულია, არამედ უალტერნატივოა - პოლიტიკური პროცესი სხვაგვარად ვერ წარიმართება, თუ დიალოგი არ იქნება, - ეს განაცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის…

მოლაპარაკებების პროცესი არათუ პერსპექტიულია, არამედ უალტერნატივოა - პოლიტიკური პროცესი სხვაგვარად ვერ წარიმართება, თუ დიალოგი არ იქნება, - ეს განაცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, ნებისმიერი აქტორი, ვინც მოლაპარაკებაზე უარს ამბობს, განწირულია საზოგადოებისგან გარიყვისთვის.

“სწორედ საზოგადოების დაკვეთაა, მოლაპარაკება ყველა მხარემ აწარმოოს. ხელისუფლება განწყობილია მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად უდგება ნებისმიერ იმ საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს სადისკუსიო და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პროცესში“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, სარჯველაძე მიიჩნევს, ხელისუფლების მხრიდან მასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგა.

“უარგუმენტოდ ხელახალი არჩევნების ჩატარება სწორად არ მიმაჩნია. ეს არც ერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის და გამოსარიცხია. თუ არგუმენტები იქნება, ჩვენი პოზიცია უკვე ცნობილია. ოპოზიციას მოვუწოდებთ, ისეთ საკითხებზე ვისაუბროთ, რომელიც არგუმენტირებული იქნება, სხვაგვარად მოლაპარაკების პროცესი სრულიად სხვა ფორმას - ულტიმატუმის დაყენების სახეს იღებს, რაც საწინააღმდეგოა იმის, რაც არის მოლაპარაკების პროცესი. ვადამდელი არჩევნები შეიძლება მხოლოდ ერთ არგუმენტს უკავშირდებოდეს, ეს არის არჩევნები თუ გაყალბდა და თუ დადგინდება ერთპროცენტიანი სხვაობა. ჩვენი ეს პოზიცია დიდი ხანია ცნობილია. ამ შეთავაზებაზე იოტისოდენა კონსტრუქციულობა მაინც ვერ ვიხილეთ. ოპოზიციის მხრიდან ახსნაც კი არ იყო იმის, რატომ არ არის ოპოზიციისთვის მისაღები იმის დადგენა, გაყალბება მართლა მოხდა თუ არა. ასეთ შემთხვევაში ახალი არჩევნები ვერ იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →