—

შალვა ნათელაშვილი - რაიმე მოლაპარაკებები მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შეიძლება დაიწყოს

114
შალვა ნათელაშვილი - რაიმე მოლაპარაკებები მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შეიძლება დაიწყოს
მოსასმენად დააჭირეთ

გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ…

გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ამგვარი მოტივირებით პოლიტიკური პატიმარი მე არ მსმენია მსოფლიოში. დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა მელია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს რაიმე მოლაპარაკებები და დიალოგი ვინმესთან, სხვა შემთხვევაში ოპოზიცია არავითარ დიალოგზე არავისთან არ დაჯდება ახალი არჩევნები ხვალაც რომ დაგვინიშნონ, თუ ნიკა მელია იჯდება ციხეში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიდურდანა ხუდიევა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →