—

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართული ენის სწავლების კუთხით სამინისტროში ახალი იდეა აქვთ

37
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართული ენის სწავლების კუთხით სამინისტროში ახალი იდეა აქვთ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართული ენის სწავლების კუთხით სამინისტროში ახალი იდეა აქვთ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქართული ენის სწავლებას უმცირესობათა ამ ჯგუფისთვის ბაღიდან დაიწყებენ.

„ეთნიკური უმცირესობების საკითხი და ქართული ენის სწავლა უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემაა. მეც მაქვს მათთან ურთიერთობა და ვიცი, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა და მინდა გითხრათ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას. ორი მთავარი მიმართულება მინდა გამოვყო: ჩვენ გვაქვს ჟვანიას სახელობის ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი სისტემის სიპია და სადაც ხდება გართული ენის მასწავლებელთა მომზადება, რომლებიც შემდეგ მიდიან სოფლებში და ჩვენი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ახორციელებენ. ასევე, სულ ახლახანს ჩვენ სამინისტროს ფარგლებში შევქმენით ახალგაზრდა მასწავლებელთა კორპუსი. ამ კორპუსის მთავარი დანიშნულებაა სწორედ ამ ამოცანის დაძლევაა. რომ მივიდნენ იმ სოფლებში სადაც ეთნიკური უმცირესობები არიან და ქართული ენის სწავლების საკითხს ასე ვთქვათ მიხედონ და გაამახვილონ ამაზე ყურადღება.


და უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემის მოსაზრებით, ეს პროცესი უნდა დაიწყოს ბაღიდან. ამიტომ, უკვე ჩვენი ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის, საბავშვო ბაღებში სავალდებულოდ შემოვიღებთ ქართული ენის სწავლას. ბავშვის გონებაში გაცილებით მარტივად ხდება ენის აღბეჭდვა და ამიტომ ვსაუბრობთ საბავშვო ბაღზე. ამიტომ ენის სწავლების პროცესს ჩვენ დავიწყებთ ბაღიდან. ეს კორპუსი, რომელიც ვახსენე ჯერ არიან სკოლაში და არიან სკოლის მასწავლებლები და შემდეგ დავამატებთ ბაღებსაც და გავლენ ბაღებში და ეს უფრო ეფექტური იქნება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →