—

ეკატერინე ტიკარაძე - ვმუშაობთ კანონზე, რომელიც ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს

66
ეკატერინე ტიკარაძე - ვმუშაობთ კანონზე, რომელიც ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს
მოსასმენად დააჭირეთ

ვმუშაობთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა…

ვმუშაობთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ მედიკამენტების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

„ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოში უზრუნველყოფს ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას და ამ კუთხით ბაზრის მდგრადობას.

რაც შეეხება მედიკამენტების ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ამასთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკა არის ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის გაძლიერება, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. სწორედ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად და დროულად ესაჭიროება მედიკამენტები, ამ ეტაპისთვის, პროგრამაში ხარვეზები არ არის, თუმცა, ვმუშაობთ როგორც გაფართოების, ასევე პროგრამის ხელმისაწვდომობის მეტად ეფექტურობაზე.

შემდეგი კომპონენტი, რაც არის ბაზარზე მედიკამენტების ფასების რეგულაციის კომპონენტი, კანონთან ერთად, ასევე ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით, ჩვენ ვგეგმავთ ევროპაში არსებული კანონების ფორმატში უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას“,-აცხადებს ტიკარაძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →