—

თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიური ვითარება კეთილსაიმედოა

13
თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიური ვითარება კეთილსაიმედოა
მოსასმენად დააჭირეთ

დღევანდელი ეპიდემიური ვითარება კეთილსაიმედოა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების კვლავ შემსუბუქება იგეგმება.

„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეპიდემიური მდგომარეობა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, რომ ჩვენ ვიფიქროთ, შეზღუდვების კიდევ უფრო მეტად შემსუბუქებაზე. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ეპიდემიური ანალიზი და ჩვენ დაველოდოთ ორკვირიან პერიოდს, რაც გვქონდა ისედაც დათქმული შეზღუდვებს შორის ინტერვალებისთვის.

ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა 15 თებერვლიდან. რაც დარჩა, ძირითადად შეეხება კულტურის სფეროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ასევე რესტორნებთან და სივრცეებთან მიმართებაში. ეპიდემიური სურათიდან გამომდინარე, ამის ანალიზიც მოხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →