—

აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, რომელსაც ჰყავს ბრძენი მმართველი - ღარიბაშვილი

44
აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, რომელსაც ჰყავს ბრძენი მმართველი - ღარიბაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და ძალიან ახლო მეგობარია.

ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ "დავით გარეჯის" საკითხზე მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხრესთან სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

მისი თქმით, თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში ექნება.

"პირველ რიგში ვიტყვი რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში შედგება. ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან და მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე, მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს და შევძლებთ მოლაპარაკებას" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →