—

ირაკლი ღარიბაშვილი - არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს, ეს ქაოსი მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი

52
ირაკლი ღარიბაშვილი - არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს, ეს ქაოსი მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი
მოსასმენად დააჭირეთ

არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს, ეს ქაოსი მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი მე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში…

არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს, ეს ქაოსი მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი მე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის დესტრუქციული მცდელობა, რომელთან გამკლავებაც უწევს სახელმწიფოს, არის მტრის ინტერესებში, რომელიც პირდაპირ ემთხვევა დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესებს.

„შემთხვევით არ მიხსენებია, არა ერთხელ მითქვამს და ყოველთვის გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს უნიკალური პერიოდი, 8-წლიანი პერიოდი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის იყო ის უნიკალური პერიოდი, როდესაც არც ომი ჰქონია, არც დესტაბილიზაცია, არც მნიშვნელოვანი საფრთხეები არ შეგვხვედრია. ამას სჭირდება შენარჩუნება, დაცვა და ამას მტკიცედ დავიცავთ. ამიტომ, ყველა ის დესტრუქციული მცდელობა, რომელთან გამკლავებაც გვიწევს, არის პირდაპირ ჩვენი მტრის ინტერესებში და აქ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები და ჩვენი მტრის ინტერესები პირდაპირ ემთხვევა დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესებს. ამავე კონტექსტში მინდა აღვნიშნო, თქვენ თუ კარგად გადახედავთ ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ამ ე.წ. შულავერის კომიტეტში იკრიბებიან, დარწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ შიდა მტრობასთან, დიდ ღალატთან. აქედან გამომდინარე, ჩვენს სიმტკიცესა და პრინციპულობას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ჩვენი პოზიციების, ჩვენი სიმართლის მტკიცედ დაცვას. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაცია მოახდინოს. არათუ დესტაბილიზაცია, არამედ ეს გაუგებარი და ხელოვნურად შექმნილი ხმაურიც და ეს ქაოსი ძალიან მალე დასრულდება. ამის გარანტიას ვიძლევი მე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიდურდანა ხუდიევა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →