—

ირაკლი ღარიბაშვილი - ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის დასრულდება პანდემია, ამიტომ, საჭიროა, გავაათმაგოდ ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში

129
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის დასრულდება პანდემია, ამიტომ, საჭიროა, გავაათმაგოდ ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში
მოსასმენად დააჭირეთ

კარგად მოგეხსეენებათ, რომ პანდემიის პირველივე დღიდან, სახელმწიფომ, ჩვენმა საზოგადოებამ, მთლიანად ხელისუფლებამ აჩვენა მაღალი პასუხისმგებლობა. ჩვენი საზოგადოებაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც მაღალ შეფასებას აძლევს ამ…

კარგად მოგეხსეენებათ, რომ პანდემიის პირველივე დღიდან, სახელმწიფომ, ჩვენმა საზოგადოებამ, მთლიანად ხელისუფლებამ აჩვენა მაღალი პასუხისმგებლობა. ჩვენი საზოგადოებაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც მაღალ შეფასებას აძლევს ამ მონდომებას, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საკმარისი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე საჭიროა ძალისხმევის გაზრდა. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავარი საზრუნავი მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა იყოს.

„ვფიქრობ, ამ უმწვავესმა, გლობალურმა კრიზისმა ბევრი რამე გვაჩენა და ბევრი რამ გვასწავლა, თუნდა გვაიძულა, ახლებურად შევხედოთ საგნებსა და მოვლენებს. დღეს გვმართებს მეტი კრეატიულობა, მეტი არაორდინირებულობა, სისწრაფე გადაწყვეტილებებში. მთელ მსოფლიოში იცვლება რეალობა, ჩვენ დღეს ომში ვართ, პირდაპირი მნიშვნელობით, უხილავი მტრის წინააღმდეგ. სახეზეა უმძიმესი შედეგები, მწვავე ეკონომიკური კრიზისი. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის, როგორ დასრულდება ეს პანდემია და ეს უხილავი ომი. ამიტომ, საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება, საჭიროა, გავაათმაგოდ ჩვენი ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიდურდანა ხუდიევა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →