—

შსს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

7
შსს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „მთავარ არხზე“ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მტკიცებით ფორმაში ითქვა, რომ იმერეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ ჭყოიძის სახლი გაძარცვეს. არც გადაცემის ავტორს, არც პროდიუსერს და არც ჟურნალისტს, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა, გადაცემის ეთერში გასვლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაურეკავს. გადაცემის ავტორი კი მტკიცებით ფორმაში აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გაძარცვეს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „მთავარი არხის“ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი არ არის და აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლიდან აღარ მუშაობს.

რაც შეეხება ხარაგაულში მომხდარ ქურდობის ფაქტს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ საცხოვრებელი სახლი ზურაბ ჭყოიძეს არ ეკუთვნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →