—

რადიკალური ოპოზიცია ისევ აქციებს აანონსებს - რას აცხადებენ პარტიების ლიდერები

8
რადიკალური ოპოზიცია ისევ აქციებს აანონსებს - რას აცხადებენ პარტიების ლიდერები
მოსასმენად დააჭირეთ

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ დედაქალაქსა და რეგიონებში აქციებს გეგმავენ. მისივე განცხადებით, მათ მოლაპარაკებების „ნორმალურად წარმართვა“ სურთ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ დედაქალაქსა და რეგიონებში აქციებს გეგმავენ. მისივე განცხადებით, მათ მოლაპარაკებების „ნორმალურად წარმართვა“ სურთ.

„​ვგეგმავთ საპროტესტო აქციებს, როგორც რეგიონებში, ისე თბილისის მასშტაბით, თუმცა საპროტესტო აქციები არ არის ჩვენი თვითმიზანი. თუ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას შეწყვეტს და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, შეიძლება, ასეთ შემთხვევაში, აქციებიც შეწყდეს. თუ მოლაპარაკებები წარიმართება ნორმალურად, არც კარავი იქნება და არც აქციები“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების გარეშე, ქვეყანაში პროცესები უმართავი გახდება.

„თუ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია. ჩვენი ამოცანა, მიზანი, საპროტესტო აქციები კი არა, არამედ - პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისეთი პროცესები შეიძლება ვნახოთ, რომლის კონტროლიც შეუძლებელი იქნება და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ძალიან დიდ ზიანს. ჩვენი ამოცანაა შეთანხმების მიღწევა ორივე მიმართულებით: პირველი - კრიზისის განმუხტვა დაუყოვნებლივ, რომელიც დაკავშირებულია მელიას დაპატიმრებასთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან და მეორე - პოლიტიკური კრიზისი, რომელიც წარმოიშვა 31 ოქტომბრის შემდეგ“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →