—

მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება არასდროს უნდა განმეორდეს - სენატორები

17
მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება არასდროს უნდა განმეორდეს - სენატორები
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. როგორც სენატორების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს.

სენატორები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავების ღონისძიების შეჩერებას დადებითად აფასებენ. მათი შეფასებით, პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და კეთილსინდისიერ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან ჩვენ არაერთხელ წამოვაყენეთ პოლიტიკური დევნის პრობლემა. გვიხარია, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება შეჩერდა, თუმცა მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება არასდროს უნდა მოხდეს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლა მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება“, - განაცხადეს სენატორებმა.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →